როგორია პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი

2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 114 ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა. საქსტატის თანახმად, საანგარიშო პერიოდში სასაკლაოებში ჯამში 115 ათასი სული პირუტყვი დაიკლა.

დაკლული პირუტყვის უდიდესი ნაწილი, 56.7% ღორი იყო, 34.6% მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ხოლო 6.8% ცხვარი და თხა. დანარჩენი პირუტყვის წილი 1.9%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება ფრინველებს, მეორე კვარტალში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3.038 მილიონი ერთეულით განისაზღვრა.

ამასთანავე, სასაკლაოების მიერ 14.3 ათასი ტონა ხორცი იწარმოვა, საიდანაც 31.8% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 34.8% - ფრინველის ხორცზე, 32.3% - ღორის ხორცზე, 1.1% - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

ამავე პერიოდში მომსახურება 8.4 ათას პირს გაეწია. მათი 47.1% ოჯახურ მეურნეობაზე მოდიოდა. სასაკლაოებში დასაქმებულთა რაოდენობა კი 1 040 ადამიანს შეადგენდა.

რაც შეეხება ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი, ასეთი იყო: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 36.6 ლარი, ღორის დაკვლის საფასური - 31.7 ლარი, ხოლო ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური - 15.3 ლარი.

მერი ტაბატაძე