„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ქუთაისის საკრებულოს 2023 წლის საქმიანობის შეფასებას აქვეყნებს. ანგარიშიდან ირკვევა, რომ გასულ წელს საკრებულომ შრომითი ანაზღაურების სახით 1.521 მლნ ლარზე მეტი გასცა, ხოლო პრემიები, ჯილდოები და დანამატები ამავე პერიოდში საკრებულოს არ გაუცია.
კვლევაში აღნიშნულია, რომ პრემია და დანამატი გაიცა მხოლოდ საჯარო მოხელეებსა და აპარატში დასაქმებულ შტატგარეშე მოსამსახურეებზე, ჯამში 49 024 ლარის ოდენობით.
ამავე პერიოდში საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა მივლინებებზე, საანგარიშო პერიოდში, ჯამში მხოლოდ 17 484 ლარი გახარჯეს. აქედან ქვეყნის გარეთ მივლინებაზე დახარჯულია 11 704 ლარი.
„ქუთაისის საკრებულომ 2023 წელს 82 494 ლიტრი საწვავი გახარჯა, რომლის ღირებულებამაც 218 191 ლარი შეადგინა. ყველაზე მეტი - 2 830 ლიტრი საწვავი მოიხმარა საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ბასილაძემ.
ქუთაისის საკრებულოს ბალანსზე 6 ავტომობილი ჰყავს. საკრებულოს არ მოუწოდებია ინფორმაცია, 2023 წელს დასჭირდა თუ არა რომელიმე ავტომობილს შეკეთება და რამდენი იყო მათი მოვლა-პატრონობის ხარჯი“, - აღნიშნულია კვლევაში.