პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჩინეთში იანვარ-ივლისში 29,6%-ით შემცირდა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობა ჩინეთის ეკონომიკაში იანვარ-ივლისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29,6%-ით შემცირდა და 539,47 მილიარდი იუანი (75,3 მილიარდი დოლარი) შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ვაჭრობის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე ცნობით, წარმოების სექტორმა შეადგინა 154,5 მილიარდი იუანი, რაც მთლიანი ინვესტიციების 28,6%-ს შეადგენს.

გერმანიის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჩინეთში იანვარ-ივლისში წლიური თვალსაზრისით 26,4%-ით გაიზარდა, სინგაპურის კი 11%-ით.

ამასთან, შვიდი თვის განმავლობაში ქვეყანაში დარეგისტრირდა 31 654 ახალი საწარმო უცხოური კაპიტალით, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 11,4%-ით მეტია.

როგორც ცნობილია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2023 წლის ბოლოს 8%-ით შემცირდა და 1,13 ტრილიონი იუანი შეადგინა.

ნათია ზარიძე