12 დოლარიდან  8 ტრილიონამდე: როგორია e-commerce-ს განვითარების მოკლე ისტორია

30 წლის წინ პირველი უსაფრთხო ონლაინ შესყიდვა განხორციელდ. ყველაფერი კი წლების წინ, ასე დაიწყო...

1994 წლის 11 აგვისტოს ფილადელფიის მკვიდრმა ფილ ბრანდენბერგერმა Net Market ონლაინ პლატფორმიდან Sting's Ten Summoner's Tales ალბომის CD 12,48 დოლარად (პლუს მიწოდება) იყიდა. გადასახდელად მან გამოიყენა საკრედიტო ბარათი, რომლის მონაცემები დაშიფრული იყო.

თუმცა ითვლება, რომ ელექტრონული კომერციის (e-commerce) დაბადება ბევრად ადრე მოხდა.

კერძოდ, 1979 წელს, ბრიტანელმა მეწარმემ მაიკლ ოლდრიხმა გამოიგონა ტელეშოპინგი. პროცესი მოიცავდა, ტელევიზიით გარეკლამებული ნაწარმის შეძენას, თუმცა გდახდისთვის, ტრანზაქციის დამუშავების სატელეფონო ხაზით ხდებოდა.

1982 წელს დაარსდა Boston Computer Exchange - ონლაინ პლატფორმა მეორადი კომპიუტერების ყიდვა-გაყიდვისთვის. 1984 წელს კი კომპანიამ გამოუშვა ონლაინ მაღაზია Electronic Mall, რამაც შესაძლებელი გახადა ასზე მეტი სხვადასხვა მოვაჭრის პროდუქციის შერჩევა და შეკვეთა კომპიუტერის კატალოგის გამოყენებით განხორციელებულიყო.

თუმცა, ეს ყველაფერი ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ 1990-იან წლებში გახდა. ცვლილება კი მსოფლიოში ინტერნეტის გავრცელებამ გამოიწვია.

სწორედ აქედან დაიწყო ონლაინ კომერციის ერა.

1994 წელს, ერთ უბრალო ავტოფარეხში დაარსდა Amazon-ი. თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, რომ კომპანია ონლაინ წიგნის მაღაზია იქნებოდა, თუმცა, დროთა განმავლობაში ის გლობალურ ელექტრონული კომერციის გიგანტად გადაიქცა.

1995 წელს ბაზარზე მისმა მთავარმა კონკურენტმა - eBay-მ დაიწყო ფუნქციონირება. 1998 წელს კი გამოჩნდა ამჟამად ყველაზე დიდი ელექტრონული გადახდის სისტემა PayPal. იმავე წელს დაარსდა უძველესი რუსული ბაზარი Ozon, ერთი წლის შემდეგ ჩინური ინტერნეტ გიგანტი Alibaba.

1999 წლისთვის გლობალური ონლაინ ვაჭრობის მოცულობამ უკვე 150 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ინტერნეტ ბუმი მოულოდნელად dot-com-ის ავარიის გამო შეწყდა.

1990-იანი წლების მეორე ნახევარში მაღალტექნოლოგიური აქციების NASDAQ-ის ინდექსი რეკორდული ტემპით იზრდებოდა. მაგრამ ინციდენტის გამო, 2000-2002 წლებში 75%-ით დაეცა; შედეგად, ასობით ინტერნეტ კომპანია და IT პროექტი გაკოტრდა.

ელექტრონული კომერციის ზრდა 2000-იანი წლების შუა პერიოდში განახლდა. 2005 წელს მსოფლიოში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობამ მილიარდს მიაღწია. იმავე წელს შედგა პირველი კიბერ ორშაბათი შეერთებულ შტატებში, რომელიც სწრაფად გახდა გლობალური მოვლენა ონლაინ სავაჭრო ინდუსტრიაში.

2012 წელს გლობალური ონლაინ ვაჭრობის ბაზარმა პირველად გადააჭარბა 1 ტრილიონ დოლარს.

2021 წელს ჩინეთმა გადაუსწრო შეერთებულ შტატებს და გახდა ელექტრონული კომერციის უდიდესი ბაზარი მსოფლიოში. 2023 წლის მონაცემებით, ქვეყანაში საცალო გაყიდვების თითქმის ნახევარი (47%) ხდება ონლაინ რეჟიმში.

აღსანიშნავია, რომ ონლაინ გაყიდვების ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სმარტფონების გავრცელებამ, რომლის მეშვეობითაც ახლა შესყიდვების უმრავლესობა ხორციელდება. გარდა ამისა, ინდუსტრიის განვითარებას ხელი შეუწყო COVID-19 პანდემიამ, რამაც დააჩქარა კომპანიებისა და მომხმარებლების ონლაინ გადასვლა.

მოსალოდნელია, რომ 2027 წლისთვის ონლაინ საცალო ბაზარი სავარაუდოდ, 8 ტრილიონ დოლარს მიუახლოვდება, რაც მთელ მსოფლიოში საცალო გაყიდვების თითქმის მეოთხედს შეადგენს.

გასაკვირი არ არის, რომ უმსხვილესი ელექტრონული კომერციის კომპანიების ათეულში უმრავლესობა სწორედ ორი ქვეყნიდანაა - აშშ (Amazon) და ჩინეთი (Alibaba). Amazon-ი იკავებს პირველ ადგილს. მისი დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი Forbes-ის მილიარდერებს შორის საპატიო სამეულში ადგილს მუდმივად იკავებს.

ამჟამად, ელექტრონული კომერციის ზრდის ტოპ 10 ბაზრის ნახევარზე მეტი აზიაშია. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი ყველაზე პერსპექტიულია ინდუსტრიის შემდგომი განვითარებისთვის.

წყარო: kommersant.ru

თეონა რამაზაშვილი