კულტურის სამინისტროს black sea arena-ს მართვის უფლება ჩამოერთვა

კულტურის სამინისტროს black sea arena-ს მართვის უფლება ჩამოერთვა, - ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის მიერ გამოცემულ განკარგულებაში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, black sea arena-ს არსებობის ვადით მართვის უფლება მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცა.

„ბლექ სი არენა ჯორჯიას“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით, უსასყიდლოდ, პირდაპირი გადაცემის ფორმით გადმოეცეს საქართველოს მთავრობას, მათი არსებობის ვადით, ხოლო აღნიშნულ საწარმოთა მართვასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-სამათლებრივი ღონისძიებების განხორციელება უზრუნველყოფს საქართველოს მტავრობის ადმინისტრაციამ.

ამასთანავე, მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცა თბილისის ფილარმონიაც. განკარგულების თანახმად, Black Sea Arena-სა და თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის შერწყმა უნდა განხორციელდეს.

მერი ტაბატაძე