მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 18 აგვისტოს ჩათვლით, 18 646 სახელმწიფო შესყიდვა გამოცხადდა, საიდანაც 48 შემთხვევაში კომპანიებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ვერ შეასრულა.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე ბევრი, 5 შეუსრულებელი ხელშეკრულება შპს „გიორგი+“-ს ჰქონდა. სამეწარმეო რეესტრში არსებული ბოლო მონაცემებით, კომპანია 2012 წელს არის რეგისტრირებული. მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი თავაძეა.
„გიორგი+“-მა მიმდინარე წელს 6 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ხუთში გაიმარჯვა და ვერც ერთ შემთხვევაში დაკისრებული ვალდებულება ვერ შეასრულა. აღსანიშნავია ისიც, რომ ხუთივე მოგებული ტენდერი შუახევის მუნიციპალიტეტთან ჰქონდა. კომპანია შავ სიაშია შესული.
რაც შეეხება სხვა კომპანიებსა და ინდ. მეწარმეებს: მიმდინარე წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით, შეუსრულებელი ხელშეკრულებების გამო შავ სიაში შევიდა 13 კომპანია, ესენია:
- შპს „ნიუ მშენექსპრესი“ - შავ სიაში შეიყვანეს 13 აგვისტოს - კომპანიამ ვერ შეასრულა 2 ხელშეკრულება;
- ამხანაგობა „ბამბლი“ - ვერ შეასრულა 4 ხელშეკრულება, შავ სიაში შევიდა ოთხივეჯერ;
- შპს სუფთა ეზო - ვერ შეასრულა 1 ხელშეკრულება, შავ სიაში ორივეჯერ შევიდა
- შპს რენესანს ბილდინგ გროუფ, ვერ შეასრულა 2 ხელშეკრულება, შავ სიაში ორჯერ შევიდა
- შპს „ევრო-ალიანსი“ - შავ სიაში შევიდა 31 ივლისს;
- შპს „მუნიციპალური განვითარების ჯგუფი“ - შავ სიაში 27 ივლისს შევიდა;
- ი.მ. მარინე ცარციძე - 13 აგვისტოს შევიდა შავ სიაში;
- შპს „გრანდმშენი777“ - 6 ივნისს შევიდა შავ სიაში;
- შპს „გიორგი+“ - შავ სიაში შევიდა 26 ივნისს, ვერ შეასრულა 5 ხელშეკრულება;
- შპს „ბერმუხა“ - შავ სიაში შევიდა 16 აპრილს, ვერ შეასრულა 2 ხელშეკრულება;
- შპს „კვანძი“ - შავ სიაში შევიდა 17 ივლისს;
- შპს „ვ&ს პროდუქტი“ - 4 ივლისს შევიდა შავ სიაში;
- შპს „უნიმშენი“ - 21 ივნისს შევიდა შავ სიაში.
ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში, კომპანიები და ინდ. მეწარმეები, რომლებმაც ხელშეკრულების პირობები ვერ შეასრულეს და შავ სიაში ჯერჯერობით არ შეუყვანიათ, ასე გამოყურება:
- შპს „დანი ქონსთრაქშენ“;
- ინდ. მეწარმე გიორგი სადაღაშვილი;
- შპს „მისტიკ ჯითი“ – 2 ხელშეკრულება
- შპს „ოთ-მა ფურნიტურე“;
- შპს „რენდერ-არქი“;
- ინდ. მეწარმე მარიამ ინასარიძე;
- ფიზიკური პირი გიორგი ჯიქურიშვილი;
- შპს „გამომცემლობა სამშობლო“;
- შპს „ემ ქეი ინქორფორეიშენ“;
- შპს „ტრჯ გროუპ“;
- შპს „ნიუგრუპ2023“;
- შპს „ნეპტუნი“;
- შპს „ჯეო როუდ ინვესტი“;
- შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი“ – 3 ხელშეკრულება;
- შპს „ჯ მ გ“;
- შპს „პროგრესი მ“;
- შპს „ოგი“;
- შპს „ეპიურა“;
- შპს „ელიტ ბილდერს გრუპი“;
- შპს „სერვის გარანტი“;
- შპს „ბიზნეს-ინჟინერთა კავშირი“;
- ინდ. მეწარმე სიმონ კაპანაძე.