საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში მეორე კვარტალში 4 311 გემი შემოვიდა

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში 4 311 გემი შემოვიდა. საქსტატის ცნობით, გემებისა და ტერმინალების 33.2% ზოგადი სახის ტვირთის გადამზიდი იყო, 33.2% თხევადი ტვირთმზიდი, 25.1% - კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 8.5% ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.

მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 21.1%-ით მეტი ნაყარი ტვირთმზიდი გემი მიიღო, 19.2%-ით მეტი - თხევადი ტვირთმზიდი, 11.7%-ით მეტი - ზოგადი სახის ტვირთმზიდი, კონტეინერმზიდი კი - 10.7%-ით ნაკლები.

ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 17.9% თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15.3% - პანამის, 10.9% - მალტის, 9.3% - ლიბერიის, დანარჩენი 46.6% კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.

ამავე პერიოდში საქართველოს ნავსადგურები 2.6 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც წლიურად გაორმაგებული ზრდაა. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი აღემატებოდა გასული მგზავრების წილს და 57.7% შეადგინა.

მერი ტაბატაძე