2024 წლის მეორე კვარტალში, საქართველოს რკინიგზით 3.6 მლნ. ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2.3%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული მოცულობის 11.1% ადგილობრივ გადაზიდვაზე, 27.7% - საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 61.2% ტრანზიტზე მოდის.
საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 72.7% მოდის ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 27.3% კი - ქვეყნიდან გატანილზე.
რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 38.4%-ის გამომგზავნი ქვეყანა რუსეთი იყო, ამასთანავე, 28.1% გამოგზავნილია აზერბაიჯანიდან, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10%-ზე ნაკლები იყო (ჯამურად 33.5 პროცენტი).
„2024 წლის II კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 11.6%-ის დანიშნულების ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 10.9%-ის - ყაზახეთი, თითოეული დანარჩენი ტვირთის მიმღები ქვეყნების წილი 10-10% ნაკლები იყო (ჯამურად 77.5 პროცენტი)“, - აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.
ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყანის მიხედვით შემდეგნაირი იყო:
„ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 7.2 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 2.0 პროცენტისას - ჩინეთი, 1.4 პროცენტისას - აშშ, 1.2 პროცენტისას - თურქეთი, 1.1 პროცენტისას - საბერძნეთი, 1.1 პროცენტისას - ესპანეთი, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.