მესტიასა და უშგულს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არ აქვს

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, მესტიასა და უშგულს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არ აქვს.

აღნიშნულის შესახებ ირკვევა პარლამენტის დეპუტატ თეონა აქუბარდიას კითხვის საპასუხოდ, მესტიის მერიის მიერ გაგზავნილ პასუხში.

ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „მესტიასა და უშგულში არ გამოვლენილა უკანონო მშენებლობის ფაქტები“.

აღსანიშნავია ისიც, რომ დეპუტატის კითხვაზე, რატომ არ აქვს მესტიასა და უშგულს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, მერიას პასუხი არ გაუცია.

მერი ტაბატაძე