ერთი უნცია ოქრო 2 500 დოლარი ღირს - როგორია პროგნოზები

მას შემდეგ, რაც პარასკევს ოქროს ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს, 2 500 დოლარს გადააჭარბა, ძვირფასი მეტალის ღირებულება ამ ნიშნულს ინარჩუნებს.

თბილისის დროით 13:22 საათზე, ერთი უნცია ოქრო 2 502 დოლარი ღირს.

ოქრო წელს 20%-ზე მეტით გაძვირდა, რასაც ნაწილობრივ გლობალური ცენტრალური ბანკების მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების მოლოდინებს მიაწერენ. ძვირფას ლითონზე მოთხოვნის ზრდას ასევე ხელს უწყობს ინვესტორების საერთო ინტერესი „უსაფრთხო თავშესაფრის“ აქტივების მიმართ ახლო აღმოსავლეთში სერიოზული დაძაბულობისა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამო.

TD Securities-ის ანალიტიკოსი ბარკ მელეკი თვლის, რომ მომდევნო კვარტლებში ოქროს ფასი შესაძლოა, უნციაზე 2 700 დოლარამდე გაიზარდოს და ამის პირობებს მაკროეკონომიკური ფაქტორები და ცენტრალური ბანკის პოლიტიკა ქმნის.

ეკა დარჩიაშვილი