საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2.6-ჯერ გაიზარდა

2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 170.1 ათასი მგზავრი. ამ პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 491.3 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა წლიურად 2.6-ჯერ, მგზავრთბრუნვის მოცულობა კი 3.3-ჯერ არის გაზრდილი.

საანგარიშო პერიოდში აეროპორტები 1.794 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 25.3%-ით აღემატება წინა წლის მეორე კვარტლის მონაცემებს. კერძოდ, აეროპორტებმა წელს მეორე კვარტალში 911.4 ათასი მგზავრი მიიღო (24.5%-ით მეტი), ხოლო გაემგზავრა 882.7 ათასი მგზავრი (26.1%-ით მეტი).

აღსანიშნავია ისიც, რომ გაიზარდა სამგზავრო რეისების რაოდენობაც. უფრო კონკრეტულად, საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 7.7 ათასი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26.3%-ან ზრდას აჩვენებს.

მერი ტაბატაძე