2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 14%-ით შემცირდა. წელს საანგარიშო პერიოდში იმპორტირებულია 1.607 მლრდ დოლარის 104 845 ერთეული ავტომობილი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 1.876 მლრდ დოლარის 123 410 ერთეული.
წელს პირველ შვიდ თვეში ქვეყანაში ყველაზე დიდი რაოდენობით ავტომობილის იმპორტი ამერიკიდან განხორციელდა, მსხვილ იმპორტიორთა რეიტინგში აშშ-ს გერმანია და იაპონია მოსდევს. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში მანქანების უმსხვილესი იმპორტიორების ათეული ასე გამოიყურება:
რაც შეეხება ექსპორტს, იანვარ-ივლისში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 1.3%-ით გაიზარდა. წელს ამ პერიოდში ექსპორტირებულია 1.193 მლრდ დოლარის 57 323 ერთეული მსუბუქი ავტომობილი, ხოლო შარშან პირველ შვიდ თვეში 1.178 მლრდ დოლარის 60 475 ერთეული.
2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით ავტომობილების ექსპორტი ყირგიზეთში განხორციელდა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ათეული ასეთია: