ივლისში, წლიურად გაიზარდა როგორც ჯამური უნაღდო დანახარჯების მოცულობა, ასევე, უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა. ინფორმაციას „თბს კაპიტალი“ აქვეყნებს.
„2024 წლის ივლისში უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობის ზრდის ტემპი 36%-ს გაუტოლდა, ხოლო უნაღდო ჯამური დანახარჯების მოცულობის ზრდის ტემპი 28%-ს“, - აღნიშნულია კვლევაში.
საანგარიშო პერიოდში კატეგორიების მიხედვით, უნაღდო ანგარიშსწორებაში ყველაზე დიდი წილი სურსათზე გაწეულ ხარჯებზე მოდიოდა. კვლევის მიხედვით, მთლიან უნაღდო ტრანზაქციებში სურსათზე დანახარჯებს 25%-იანი წილი ეკავა.
სურსათის შემდეგ ყველაზე მეტი უნაღდო გადახდა რესტორნებში განხორციელდა და მისი წილი 15%-ს შეადგენდა. 7% იყო ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღო გადახდების წილი, 6% - საწვავის, 6% - სასტუმროების, ხოლო 5% - სამშენებლო მასალების.