რა ღირს საწვავი საქართველოს სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურზე

გლობალურ ბაზარზე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნავთობის ფასი შემცირდა. თბილისის დროით 18:00 საათზე, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ერთკვირიან ჭრილში ბარელზე 81.93 დოლარიდან 79.56 დოლარამდე გაიაფდა. WTI-ის ტიპის ნავთობის შემთხვევაში კი ფასები ბარელზე 79.63-დან 76.66 დოლარამდე შემცირდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ღირს საწვავი ბენზინგასამართ სადგურებზე. გთავაზობთ, 1 ლიტრი საწვავის ფასს სხვადასხვა ბენზინგასამართი სადგურის მიხედვით:

სოკარი“ – „სუპერი“ 3.72 ლარი, „პრემიუმი“ 3.34 ლარი, „რეგულარი“ 3.15 ლარი, „ევრო დიზელი“ 3.36 ლარი, „დიზელი“ 3.28 ლარი, ხოლო გაზის ფასი 1.55 ლარს შეადგენს.

ვისოლი“ – „ეკო სუპერი“ 3.75 ლარი, „ეკოპრემიუმი“ 3.37 ლარი, „ევრო რეგულარი“ 3.17 ლარი, „ევრო დიზელი“ 3.34 ლარი, „ეკო დიზელი“ 3.39 ლარი, „დიზელ ენერჯი“ 3.29 ლარი. რაც შეეხება გაზს, მისი ფასი 1.59 ლარს შეადგენს.

გალფი“ – „სუპერი“ – 3.77 ლარი, „G-Force პრემიუმი“ – 3.37 ლარი, „ G-Force ევრო რეგულარი“ – 3.27 ლარი, „რეგულარი“ – 3.17 ლარი, „ევრო დიზელი“ 3.39 ლარი, „დიზელი“ 3.29 ლარი, ხოლო გაზი 1.69 ლარი.

რომპეტროლი“ – „სუპერი“ – 3.77 ლარი, „ევრო პრემიუმი“ – 3.38 ლარი, „ევრო რეგულარი“ – 3.23 ლარი, „efix ევრო დიზელი“ – 3.43 ლარი, ხოლო „ევრო დიზელი“ – 3.33 ლარი.

ლუკოილი“ – „ევრო სუპერი“ – 3.65 ლარი, „პრემიუმ ავანგარდი“ - 3.20 ლარი, „ევრო რეგულარი“ – 3.02 ლარი, „ევრო დიზელის“ ფასი კი 3.30 ლარია.

მერი ტაბატაძე