ქვეყნები, სადაც ინტერნეტი ყველაზე ძვირი/იაფია - რომელ ადგილზეა საქართველო

60 მბ/წმ ან მეტი სიჩქარის ერთთვიანი ინტერნეტ პაკეტის საფასური Numbeo-ს მონაცემების თანახმად, საქართველოში 17.8 დოლარს შეადგენს. აღნიშნული ფასით საქართველომ 95 ქვეყანას შორის 72-ე ადგილი დაიკავა.

რეიტინგში ინტერნეტის სიძვირით საქართველოს მხოლოდ სომხეთი უსწრებს, სადაც 60 მბ/წმ ან მეტი სიჩქარის ერთთვიანი ინტერნეტ პაკეტი საშუალოდ 21.91 დოლარი ღირს (63-ე ადგილი).

ამასთანავე, საქართველოზე იაფი ინტერნეტი თურქეთს (11.71 დოლარი, 86-ე ადგილი), აზერბაიჯანსა (14.02 დოლარი, 81-ე ადგილი) და რუსეთს (6.45 დოლარი, 94-ე ადგილი) აქვს.

5 ქვეყანა, სადაც 60 მბ/წმ ან მეტი სიჩქარის ერთთვიანი ინტერნეტ პაკეტი ყველაზე ძვირია, ასე გამოიყურება:

  • კუბა - 228.17 დოლარი;·
  • ამერიკის შეერთებული შტაბები - 101.96 დოლარი;
  • კატარი - 90.73 დოლარი;
  • ომანი - 74.02 დოლარი;
  • საუდის არაბეთი - 71.51 დოლარი.

იმ ქვეყნების ხუთეული, სადაც ინტერნეტი სხვა ქვეყნებთან შედარებით იაფია, ასეთია:

  • უკრაინა 5.71 დოლარი;
  • რუსეთი 6.45 დოლარი;
  • ინდოეთი - 8.27 დოლარი;
  • ეგვიპტე - 8.85 დოლარი;
  • რუმინეთი - 8.98 დოლარი.
მერი ტაბატაძე