ქართული ღვინის 70% რუსეთში გავიდა - როგორია საექსპორტო ბაზრები

2024 წლის იანვარ-ივლისში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ქართული ღვინის ექსპორტი 15.9%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის პირველ შვიდ თვეში ექსპორტზე გავიდა 149.8 მილიონი დოლარის ღირებულების 51 ათას ტონაზე მეტი ყურძნის ნატურალური ღვინო, ხოლო წელს იმავე პერიოდში 173.7 მილიონი დოლარის 60 ათას ტონაზე მეტი.

წელს საანგარიშო პერიოდში ყველაზე დიდი რაოდენობით ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში განხორციელდა. რუსეთის წილი ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტში თითქმის 70%-ს შეადგენდა.

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ქართული ღვინის უმსხვილესი საექსპორტო ბაზრები ასე გამოიყურებოდა:

  • რუსეთი - 121.4 მილიონი დოლარის 44.6 ათასი ტონა;
  • პოლონეთი - 9 მილიონი დოლარის 3.6 ათასი ტონა;
  • უკრაინა - 6.8 მილიონი დოლარის 2.4 ათასი ტონა;
  • ყაზახეთი - 6.2 მილიონი დოლარის 1.9 ათასი ტონა;
  • ჩინეთი - 4.8 მილიონი დოლარის 1.3 ათასი ტონა;
  • ბელარუსი - 4.2 მილიონი დოლარის 1.5 ათასი ტონა;
  • აშშ - 4.2 მილიონი დოლარის 710 ტონა;
  • გერმანია - 3.5 მილიონი დოლარის 799 ტონა;
  • ლატვია - 2.3 მილიონი დოლარის 606 ტონა;
  • ლიეტუვა - 1.3 მილიონი დოლარის 375 ტონა.
მერი ტაბატაძე