Georgian Airways-ი  ნოვოსიბირსკიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს

ნოვოსიბირსკიდან საქართველოს მიმართულებით ახალი რეისი დაინიშნება. ინფორმაცია ამის შესახებ ცნობილი „ტოლმაჩევოს“ აეროპორტის განრიგიდან ხდება.

რეისებს ავიაკომპანია Georgian Airways-ი 28 სექტემბრიდან დაიწყებს. თვითმფრინავები თბილისის აეროპორტში კვირაში ორჯერ - სამშაბათსა და შაბათს იფრენენ.

მგზავრობის დრო 4 საათი და 20 წუთი იქნება. ბილეთების ფასი ჯერჯერობით უცნობია.

ეკა დარჩიაშვილი