გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გორის მერიის ცნობით, პროექტი მიხედვით მოედანზე მოეწყობა ხელოვნური საფარი, ფეხბურთის კარები, კალათბურთის ფარები, ღობე, ლითონის კარი, ხელოვნური საფარი.
პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი 2024“-ის ფარგლებში ხორციელდება.
„პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტი შვიდ ადმინისტრაციულ ერთეულად დაიყო.
2024 წელს ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად 12 ინფრასტრუქტურული პროექტი დაიგეგმა.
ეს პროექტებია:
პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.