2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში ნაჭუჭგაცლილი კაკლის იმპორტი 94%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, გასულ წელს პირველ შვიდ თვეში ქვეყანაში იმპორტირებულია 3.17 მილიონი დოლარის (986 ტონა) ნიგოზი, ხოლო წელს იმავე პერიოდში 6.15 მილიონი დოლარის (1 643 ტონა) ღირებულების.
წელს შვიდ თვეში ყველაზე დიდი რაოდენობით, ნაჭუჭგაცლილი კაკლის იმპორტი უზბეკეთიდან განხორციელდა. კერძოდ, 5 უმსხვილესი იმპორტიორი ასე გამოიყურება:
ნაჭუჭგაუცლელი კაკლის შემთხვევაში, იმპორტი 7.7%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, წელს შვიდ თვეში იმპორტირებულია 461 ათასი დოლარის 283 ტონა კაკალი, ხოლო შარშან იმავე პერიოდში 428 ათასი დოლარის 206 ტონა.
ნაჭუჭიანი კაკლის შემთხვევაში, უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა უკრაინა იყო. აღნიშნული ქვეყნიდან საქართველოში წელს 221 ათასამდე დოლარის ღირებულების კაკალი შემოვიდა. შვიდ თვეში ნაჭუჭიანი კაკლის იმპორტი სულ 4 ქვეყნიდან განხორციელდა: