კომპანია Heinz-ის კეტჩუპის წარმოებისთვის არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე პომიდორი. ახლა კი პომიდვრის ზოგიერთ სახეობას ანომალიური სიცხის გამო შესაძლოა, პრობლემები შეექმნეს. როგორც East-fruit-ი წერს, კალიფორნიის ამინდმა შესაძლოა, მოსავლიანობა 20%-მდე შეამციროს.
ბრენდი Heinz-ი, რომელის 5 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია კომპანია Kraft Heinz-ისთვის, რომელიც წლიურად 42 მილიარდი დოლარის ღირებულების შეფუთულ საკვებს აწარმოებს, მათ შორის, 660 მილიონ ბოთლ კეტჩუპს, საიდანაც 300 მილიონი აშშ-ში რჩება, დანარჩენი კი ექსპორტზე გადის.
HeinzSeed-ში დაახლოებით 800 ჯიშის პომიდვრის ტესტირება მიმდინარეობს ერთდროულად, რათა თანდათან გამოვლინდეს, თუ რომელია ყველაზე პერსპექტიული.
როგორც გამოცემა წერს, 2024 წლის ივლისი იყო ყველაზე ცხელი ივლისი კალიფორნიის ისტორიაში. კომპანიას ჯერ არ შეუფასებია, როგორ იმოქმედა ამან მოსავალზე, ვინაიდან პომიდვრის აღების სეზონი ოქტომბრის შუა რიცხვებში სრულდება. შემდეგ Kraft Heinz-ის მკვლევარები გაარკვევენ, თუ როგორ გადაურჩა მათი ბოსტნეული ზაფხულის ანომალიურ სიცხეს.
ექსპერტების აზრით, მოსავლიანობა შესაძლოა, 20%-ით შემცირდეს.
Kraft Heinz-ში ამბობენ, რომ წლევანდელ სიცხე პომიდვრის ჯიშებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოცდაა. მოსავლის აღების დასრულების შემდეგ კი კომპანია გეგმავს, პროგრამიდან ამოიღოს ის ჯიშები, რომლებიც ასეთ კლიმატურ პირობებს ვერ უმკლავდებიან.