თბილისში 15 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა შეჩერდა

2024 წლის ექვს თვეში დედაქალაქში შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით მიმდინარე 15 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა შეჩერდა.

აღნიშნულის შესახებ ვკითხულობთ თბილისის მერიის მიერ „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ გამოგზავნილ ინფორმაციაში.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში თბილისში 2 679 ობიექტზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. აღნიშნული ნებართვებიდან უმეტესობა, 2 152 საცხოვრებელ შენობებზე მოდიოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ წლის იანვარ-ივნისში საქართველოს მასშტაბით 5 594 ნებართვა გაიცა. ამ ნებართვიდან უდიდესი წილი, 47.9% თბილისში გაცემული ნებართვა იყო.

მერი ტაბატაძე