ევროპა ზამთრისთვის მზად არის - გაზის მარაგები 90%-ზე მეტით შეივსო

ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ევროკავშირის გაზის ავზებში დაკავებულობის კოეფიციენტმა 90,02%-ს მიაღწია. ამრიგად, ევროკავშირის ქვეყნებმა, რომლებიც მიზნად ისახავდნენ გაზის ავზები 90%-ით 1-ელ ნოემბრამდე შეევსოთ, ამ მაჩვენებლებს მიზნობრივ თარიღამდე 10 კვირით ადრე მიაღწიეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გაზის შენახვის რეგულაცია 2022 წელს შევიდა ძალაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს წევრ ქვეყნებში ზამთრის თვეებში მიწოდების უსაფრთხოება.

აღნიშნული რეგულაციის ფარგლებში, წელს მიზნობრივი დაკავებულობის კოეფიციენტი 19 აგვისტოს მდგომარეობით იქნა მიღწეული.

„რუსეთ-უკრაინის ომამდე ევროკავშირის ქვეყნები ბუნებრივი აირის 40%-ს რუსეთიდან ყიდულობდნენ. ომის დროს რუსეთის ბუნებრივი აირის მიწოდება ევროკავშირში მილსადენებით 8%-მდე დაეცა.

ნათია ზარიძე