რა ჯდება და როდის დასრულდება რუსთავი-გარდაბანი-ვახტანგისის 8.5 კმ მონაკვეთის რეაბილიტაცია

გარდაბნის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რუსთავი-გარდაბანი-ვახტანგისის 8.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

სამუშაოები 19 კმ-იანი სარეაბილიტაციო გზის მეორე მონაკვეთზე ხორციელდება. ასფალტ-ბეტონის საფარი 6 კმ-იან მონაკვეთზე უკვე მოწყობილია.

პროექტით გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, გზის ჰორიზონტალური მონიშვნა და საგზაო ნიშნების მოწყობა.

სამუშაოების ჯამური ღირებულება 12.9 მლნ ლარს შეადგენს. პროექტის სრულად დამთავრება 2025 წელს არის დაგეგმილი.

ეკა დარჩიაშვილი