საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. პროექტის ჯამური ღირებულება 250 მილიონი ევროა (დღევანდელი კურსით 752.65 მილიონი ლარი).
შესყიდვა გზის ორ მონაკვეთზე გამოცხადდა. კერძოდ, ერთი ალგეთი-არაფლოს (ლოტი III) და არაფლო-სადახლოს (ლოტი IV) 16.3 კილიომეტრის სიგრძის გზის მონაკვეთია. III და IV ლოტი მოიცავს 2 ხიდის და მისასვლელებს.
სატენდერო მოთხოვნებით, აღნიშნულ გზის მონაკვეთზე სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის მინიმალური საშუალო წლიური სამშენებლო ბრუნვა ასეთი უნდა იყოს:
პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ გარანტია. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის ოდენობა და ვალუტა უნდა იყოს:
რაც შეეხება გზის მეორე მონაკვეთს, ეს არის რუსთავი-წითელი ხიდის (ლოტი I) და ალგეთი-სადახლოს (ლოტი II) გზა. აღნიშნული მონაკვეთი 31.9 კილომეტრს შეადგენს. I და II ლოტი 13 ხიდს და მისასვლელებს აერთიანებს.
ამ შემთხვევაში მინიმალური სამშენებლო სავალდებულო წლიური ბრუნვა ასე განისაზღვრა:
წარსადგენი საგარანტიო ვალდებულებები ასეთია:
გზის ორივე მონაკვეთზე მოეწყობა ოთხზოლიანი საავტომობილო გზა, ასფალტბეტონის საფარი, ხიდები, ეტაკადები, მისასვლელი გდები და ა.შ. სამშენებლო სამუშაოები 2025 წელს დაიწყება და ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა სამუშაოების დაწყებიდან, ეტაპობრივად, 30 თვეში დასრულდება.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით განხორციელდება, რისთვისაც ევროპის საინვესტიციო ბანკის მხრიდან გამოყოფილია 250 მილიონი ევროს ოდენობის სესხი. მაგისტრალური გზის მონაკვეთების პროექტირების სამუშაოები, მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერით, ჰოლანდიურმა კომპანიამ შეასრულა.