გორში, პუშკინის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საფეხმავლო სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს. ამასთან, უკვე დასრულდა ტრანსპორტის სავალი ნაწილის მოასფალტება. ქუჩაზე მოეწყო გარეგანათების ახალი სისტემაც.
„პროექტის მიხედვით სამუშაოები გზის 350 მეტრიან მონაკვეთზე, იაკობ გოგებაშვილის ქუჩიდან ცხინვალის გზატკეცილამდე ხორციელდება. სამუშაოების ღირებულებაც 650 000 ლარია. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.