საქართველოში წელს იპოთეკით 111 ათასზე მეტი ქონება დაიტვირთა - რამდენზე გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში იპოთეკით 111 390 უძრავი ქონება დაიტვირთა, ნასყიდობის ხელშეკრულება კი 96 104 შემთხვევაში გაფორმდა - ამის შესახებ აღნიშნულია საჯარო რეესტრის მონაცემებში.

როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, ქვეყანაში უძრავ ქონებას ძირითადად იპოთეკური სესხით ყიდულობენ, პირდაპირი ნასყიდობის ხელშეკრულება კი უფრო ნაკლებია. ამაზე მეტყველებს ბოლო ხუთი წლის სტატისტიკაც.

კერძოდ, რეესტრის მონაცემებით:

  • 2019 წელი - 166 381 იპოთეკა; 144 212 - ნასყიდობის ხელშეკრულება
  • 2020 წელი - 120 885 იპოთეკა; 119 811 - ნასყიდობის ხელშეკრულება
  • 2021 წელი - 163 558 იპოთეკა; 159 333 - ნასყიდობის ხელშეკრულება
  • 2022 წელი - 183 776 იპოთეკა; 167 962 - ნასყიდობის ხელშეკრულება
  • 2023 წელი - 181 588 იპოთეკა; 160 483 - ნასყიდობის ხელშეკრულება