ნუშის ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი კი შემცირდა

2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში იმპორტირებულია 207 010 დოლარის ღირებულების 223.6 ტონა ნაჭუჭიანი ნუში, შარშან იმავე პერიოდში კი 186 190 დოლარის 192.3 ტონა. მონაცემები აჩვენებს, რომ ნაჭუჭიანი ნუშის იმპორტი 10%-ით შემცირდა.

ამავე პერიოდში შემცირებულია უნაჭუჭო ნუშის იმპორტიც. უფრო კონკრეტულად, წელს თუ იმპორტირებულია 2.5 მლნ დოლარის ღირებულების 625 ტონა ნუშის გული, ხოლო გასული წლის პირველ შვიდ თვეში 2.6 მლნ დოლარის 810 ტონა პროდუქტი. ეს ნიშნავს იმას, რომ მიმდინარე წლის შვიდ თვეში ნუშის გულის იმპორტი 3.3%-ით არის შემცირებული.

იმპორტისგან განსხვავებით, გაზრდილია ქართული ნუშის ექსპორტი. მაგალითისთვის, ნაჭუჭიანი ნუშის ექსპორტი მიმდინარე წლის შვიდ თვეში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 79.5%-ით გაიზარდა. გასულ წელს ექსპორტზე გავიდა 42 ტონა ქართული ნუში, ჯამში 48 300 დოლარის ღირებულების, ხოლო მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში 86 720 დოლარის ღირებულების 67 ტონა.

ნუშის გულის შემთხვევაში, საანგარიშო პერიოდში ექსპორტი თითქმის 29.7%-ით შემცირდა. თუ შარშან ექსპორტზე გავიდა 114 400 დოლარის 22 ტონა ქართული ნუში, წელს ექსპორტირებულია 148 430 დოლარის 25.8 ტონა აღნიშნული პროდუქტი.

მერი ტაბატაძე