ივლისში 2 400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს დასაქმებულთა 31.6% იღებდა - PMCG

2024 წლის ივლისში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ, გაიზარდა. ამის შესახებ კვლევითი ორგანიზაცია PMCG-ის პუბლიკაციაშია ნათქვამი.

ამავე ცნობით, 2024 წლის ივლისში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.3%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.2%-ით არის გაზრდილი.

2024 წლის ივლისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს,14.2%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.9%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7%-ით ნაკლებია.

2024 წლის ივლისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 31.6%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.1%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.9%-ით მეტია.

2024 წლის ივლისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2.6%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.6%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.9%-ით მეტია.

ნათია ზარიძე