ბოტსვანაში მსოფლიოში სიდიდით მეორე ბრილიანტი აღმოაჩინეს

მსოფლიოს სიდიდით მეორე უდიდესი ბრილიანტი, უხეში 2 492-კარატიანი კრისტალი ბოტსვანაში არსებულ ერთ-ერთ მაღაროში აღმოაჩინეს.

მაღარო კანადურ კომპანია Lucara Diamond-ს ეკუთვნის.

ეს არის ყველაზე დიდი აღმოჩენა 3 106-კარატიანი Cullinan-ის ალმასის შემდეგ, რომელიც 1905 წელს სამხრეთ აფრიკაში იპოვეს. მაშინ აღნიშნული ალმასი ცხრა ცალკეულ ქვად დაჭრეს. ნაწილი ბრიტანეთის დედოფლის გვირგვინის გასალამაზებლად გამოიყენეს.

აქამდე, ბოტსვანაში ყველაზე დიდ აღმოჩენად, 2019 წელს ამავე მაღაროში ნაპოვნი 1 758-კარატიანი ქვა ითვლებოდა.

ბოტსვანა არის ბრილიანტის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც გლობალური წარმოების დაახლოებით 20%-ს შეადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, ალმასი აღმოჩენილია ლუკარას Mega Diamond Recovery რენტგენის ტექნოლოგიის გამოყენებით. ტექნოლოგიას 2017 წლიდან მაღალი ღირებულების ბრილიანტების აღმოსაჩენად იყენებენ.

წყარო: bbc.com

თეონა რამაზაშვილი