3 კატეგორია jobs.ge-ზე რომლებშიც თებერვალ-ივლისში ვაკანსიების რიცხვი ყველაზე მეტად გაიზარდა

2024 წლის ივლისში jobs.ge-ზე 8,568 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2024 წლის ივნისში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით 9.6%-ით მეტია.

ამავე ცნობით, მიმდინარე წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით, გამოქვეყნდა 46,409 ვაკანსია, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია

აღნიშნულ პეერიოდში jobs.ge-ზეგამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიური ზრდა შენელდა. თებერვლიდან ისივლისის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიურმა ზრდამ 8.8% შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5%-ით ნაკლებია.

თებერვლიდან ივლისის ჩათვლით, 7,669 ვაკანსია გამოქვეყნდა ლოჯისტიკა, ტრანსპორტი, დისტრიბუციის კატეგორიაში, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19.3%-ით მეტია

10,830 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7%-ით მეტია.

8,292 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების,სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.4%-ით მეტია.

ნათია ზარიძე