როგორი იქნება და რამდენი დაიხარჯება ვერის პარკის რეაბილიტაციაზე (+ფოტო)

თბილისის მერიას ვერის ბაღის რეაბილიტაცია თავდაპირველად დასახელებულ თანხასთან შედარებით შესაძლოა, 6 მლნ ლარით ნაკლები დაუჯდეს. ეს იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო კომისიამ საბოლოო ხელშეკრულება შპს ნიუკონსთან გააფორმა. ცნობისათვის, ტენდერი, სადაც წინადადებების მიღება უკვე დასრულებულია და ამ დროისთვის შერჩევა/შეფასება მიმდინარებს, პრეტენდეტი კომპანიის - „ნიუკონსის“ შეთავაზებული თანხა 23 484 010 ლარს შეადგენს, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით კი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 29 355 012 ლარი იყო.

veris2-1721382154.jpg

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ ვერის პარკის რეაბილიტაციაზე ტენდერი ივლისში გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 14 აგვისტოს დაიწყო და 19 აგვისტოს დასრულდა. დოკუმენტის მიხედვით, პროექტის სავარაუდო ღირებულება 29.355 მლნ ლარია, აქედან 2024 წელს 10 მილიონი ლარი, 2025 წელს კი 19.3 მილიონი ლარი დაიხარჯება.

veris12-1721382182.jpg

„XX საუკუნის დასაწყისიდან ვერის პარკი აქტიურად გამოიყენებოდა, როგორც სარეკრეაციო სივრცე, როგორც ასაკოვანი მოქალაქეებისთვის, ასევე მცირეწლოვანი და საშუალო ასაკის ბავშვებისათვის.

veris13-1721382183.jpg

საპროექტო დავალების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა საბავშვო გასართობი მოედნების მოწყობა, რომლის ზონირებაც ასაკის მიხედვით მოხდება. გადაწყდა სათამაშო მოედნების 2 ზონად გამოყოფა 1-3 წლამდე ბავშვებისთვის და 3-12 წლამდე ბავშვებისთვის და ზემოთ. 1-3 წლამდე ბავშვებისთვის შეირჩა პარკის სამხრეთ დასავლეთ ნაწილი, რომელიც მოიცავს 913.2 მ² ფართობის მქონე ტერიტორიას, ხოლო 3-12 წლამდე ბავშვებისთვის პარკის ჩრდილო დასავლეთ ნაწილი, რომელიც მოიცავს 2270 მ² ფართობის მქონე ტერიტორიას. ტერიტორიაზე განთავსდა შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის შესაფერისი, სხვადასხვა სახეობის სათამაშო დანადგარი. ტერიტორიის გრუნტის მოპირკეთებისთვის გამოყენებული იქნება: რეზინის (EPDM) საფარი, ბუნებრივი გაზონი და ცხაურიანი ბეტონის ფილები“, - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.

veris11-1721382182.jpg

გარდა ამისა, დოკუმენტაციის მიხედვით, მცირე ზომის ამფითეატრი, ასევე ე.წ. საჯარო-სალაყბო სივრცე, განახლდება ბელვედერ-მემორიალი ა.შ.

veris9-1721382180.jpg

veris6-1721382156.jpg

veris-1721382153.jpg

veraaa-1721381898.jpg