Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.6982 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.6982 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7018 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 22 აგვისტოს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7099 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0196 ლარია.