ბათუმის ავტოტრანსპორტი ავტობუსისა და მიკროავტობუსის მძღოლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საკვალიფიკაციო მოთხოვნა - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების „D“ კატეგორიაა.
„დაინტერესებულმა პირებმა განაცხადით შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ადმინისტრაციას უნდა მიმართონ. (მისამართი: სულხან-საბა ორბელიანის ქ. #29; ტელეფონი: 577 561056)
შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება, ისინი ასევე, გადამზადებასა და ტესტირებას გაივლიან“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.