ადამიანებში „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა გამოყოს დაახლოებით 135 მილიონი აშშ დოლარი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
„მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების რაც შეიძლება სწრაფად შესაჩერებლად, ჩვენი საწყისი შეფასებით, დაახლოებით 135 მილიონი დოლარი იქნება საჭირო მომდევნო ექვს თვეში, დაავადების მწვავე ფაზაში“, - აღნიშნა გებრეისუსმა.
მან 14 აგვისტოს განაცხადა, რომ „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსთან ბრძოლა მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოების ყოვლისმომცველ და კოორდინირებულ მუშაობას“ და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.