ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების გაჩერების მოთხოვნით, აქცია იმართება

ჭიათურაში, ადგილობრივების ერთი ჯგუფი შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების ბლოკირებას განაგრძობს. 165 დღეა ადგილობრივები მაღაროების მუშაობის გაჩერებას და კომპენსაციების გაცემას ითხოვენ.

დღეს აქციას ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართავენ და საჩხერეში მსვლელობით გადაინაცვლებენ.

ადგილობრივების თქმით, ამ ფორმით ცდილობენ ხელისუფლების ყურადღების მიქცევას და კომპანიისგან კომპენსაციის მიღებას.

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ინფორმაციით, შუქრუთის მოსახლეობის ნაწილს, რომლებიც მაღაროების ბლოკირებას ახდენენ, კომპენსაცია მიღებული აქვთ და ამჯერად, დამატებით თანხებს მოითხოვენ.