საქართველოში 50 კგ. და მეტის წონის ცოცხალი ღორების იმპორტი 15.7%-ით გაიზარდა. გასულ წელს იანვარ-ივლისში ქვეყანაში 13.4 მილიონი დოლარის ცოცხალი ღორის იმპორტი განხორციელდა, წელს იმავე პერიოდში კი 15.5 მილიონი დოლარის ღირებულების.
გასული წლის საანგარიშო პერიოდში 1 კგ. ცოცხალი ღორის საშუალო საიმპორტო ფასი 1.5 დოლარი იყო. ფასი მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში უცვლელი დარჩა.
აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც 2024 წლის პირველ შვიდ თვეში, ასევე გასული წლის იმავე პერიოდში ცოცხალი ღორების იმპორტი სრულად რუსეთიდან ხორციელდებოდა.
რაც შეეხება 50 კგ. და მეტის წონის ქართული ღორის ექსპორტს, წელს არ განხორციელებულა. შარშან იანვარ-ივლისში კი 24 960 დოლარის ღირებულების 12 ტონა ცოცხალი ღორი გავიდა საექსპორტო ბაზრებზე.