2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 1.3%-ით გაიზარდა. წელს ამ პერიოდში ექსპორტირებულია 1.193 მლრდ დოლარის 57 323 ერთეული მსუბუქი ავტომობილი, ხოლო შარშან პირველ შვიდ თვეში 1.178 მლრდ დოლარის 60 475 ერთეული.
წელს პირველ შვიდ თვეში საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით ავტომობილების ექსპორტი ყირგიზეთში განხორციელდა. აღნიშნულ საექსპორტო ბაზარზე 15 059 ერთეული მანქანა გავიდა.
რაც შეეხება იმპორტის, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 14%-ით შემცირდა. წელს საანგარიშო პერიოდში იმპორტირებულია 1.607 მლრდ დოლარის 104 845 ერთეული ავტომობილი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 1.876 მლრდ დოლარის 123 410 ერთეული.