საქართველომ მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივად წარმოებული 48.6 მილიონი დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გაყიდა.
გასული წლის იმავე პერიოდში ქვეყნიდან ექსპორტზე გასულია 77.4 მილიონი დოლარის დენი. მონაცემების მიხედვით, ელექტროენერგიის ექსპორტი 37%-ით შემცირდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოდან დენის ექსპორტი ყველაზე დიდი რაოდენობით თურქეთში ხორციელდება. აღნიშნული ქვეყნის წილი ექსპორტირებულ ელექტროენერგიაში 82.5%-ს შეადგენს.
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი ოთხ ქვეყანაში განახორციელა. უფრო კონკრეტულად, მონაცემები ასე გამოიყურება:
- თურქეთი - 40.07 მილიონი დოლარის ღირებულების;
- სომხეთი - 5.87 მილიონი დოლარის ღირებულების;
- აზერბაიჯანი - 2.57 მილიონი დოლარის ღირებულების;
- რუსეთი - 64.9 ათასი დოლარის ღირებულების.