„გონიო, კვარიათი, ბათუმი, მახინჯაური“ - რამდენად იყიდით ბინას ზღვისპირა კურორტზე

„გალტ ენდ თაგარტის“ რეგიონული საცხოვრებელი უძრავი ქონები მიმოხილვის მიხედვით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ძველ ბათუმში 233 ბინა გაიყიდა, 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი 1 960 დოლარი იყო.

კვლევის თანახმად, ახალი ბულვარის შემთხვევაში, გაყიდული ბინების რაოდენობამ 1 556 შეადგინა. საშუალო შეწონილი ფასი კვადრატულზე 1 337 დოლარი იყო.

ამავე პერიოდში ქობულეთში გაყიდულია 178 საცხოვრებელი ბინა, ამ შემთხვევაში საშუალო შეწონილმა ფასმა 1 221 დოლარი შეადგინა.

მახინჯაურში მეორე კვარტალში 1 კვ.მ საცხოვრებელი ბინის საშუალო ფასი 1292 დოლარი იყო. ზღვისპირა კურორტზე საანგარიშო პერიოდში 218 ბინაა გაყიდული.

რაც შეეხება გონიო კვარიათს, ამ შემთხვევაში გაყიდულია 108 ბინა. კვლევის მიხედვით, 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი 1 759 დოლარი იყო.

მერი ტაბატაძე