2015 წლის იანვარში საუდის არაბეთის 90 წლის მეფე აბდულა საავადმყოფოში გარდაიცვალა. გამეფებას მისი ნახევარძმა - სალმანი, აპირებდა, ხოლო სალმანის საყვარელი ვაჟი, მუჰამედ ბინ სალმანი, ემზადებოდა ძალაუფლების გადაბარებისთვის.
პრინცს, რომელსაც უბრალოდ ინიციალებით - MBS იცნობდნენ და მხოლოდ 29 წლის იყო, დიდი გეგმები ჰქონდა თავისი სამეფოსთვის.
მაგრამ მას ეშინოდა, რომ საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის მის წინააღმდეგ წავიდოდა. ამიტომ ერთ საღამოს, სასახლეში უშიშროების მაღალჩინოსანი დაიბარა...
ჩინოვნიკს - საად ალ-ჯაბრის უთხრეს, რომ მობილური ტელეფონი ოთახის გარეთ, მაგიდაზე დაეტოვებინა. MBS-მაც იგივე გააკეთა. ისინი პირისპირ დარჩნენ. ახალგაზრდა უფლისწულს იმდენად ეშინოდა სასახლის ჯაშუშების, რომ ოთახში არსებული ერთადერთი ტელეფონი გათიშა.
ჯაბრის თქმით, ახალგაზრდა პრინცმა მომავალ გეგმებზე ისაუბრა. იმაზე, თუ როგორ გეგმავდა თავისი ქვეყნის ადგილის დაკავებას გლობალურ სცენაზე.
გეგმები ასე გამოიყურებოდა - ნავთობის მწარმოებელი სახელმწიფო, Aramco-ში წილის გაყიდვით, დაიწყებდა ნავთობზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევას. ის მილიარდებობით ინვესტიციას განახორციელებს “სილიკონის ველის“ ტექნიკურ სტარტაპებში, მათ შორის ტაქსის ფირმა Uber-ში. შემდეგ, საუდელი ქალებს სამუშაო ძალად გარდაქმნიდა და შექმნიდა ექვს მილიონ ახალ სამუშაო ადგილს...
ჯაბრი უფლისწულს ამბიციების მასშტაბმა გააოცა: “- ალექსანდრე მაკედონელის შესახებ გსმენიათ?“ - ჰკითხა მან.
ასე დაიწყო ისტორია საუდის არაბეთის ყველაზე ახალგაზრდა მეფის - MBS-ის შესახებ.
არასასიამოვნო დასაწყისი
საუდის არაბეთის პირველ მეფეს სულ მცირე 42 ვაჟი შეეძინა, მათ შორის იყო მუჰამედ ბინ სალმანის მამა. 2011 და 2012 წლებში, უფროსი სალმანი აიყვანეს მემკვიდრეობის ხაზში.
მეფისნაცვალი სასახლეში გაიზარდა.
MBS ცნობადობადი პირველად რიადში გვიან თინეიჯერობაში გახდა. მას მეტსახელად "აბუ რასასა" ან "ტყვიის მამა" შეარქვეს.
MBS-ის დედა, ფაჰდა, ბედუინი მამის ოთხი ცოლის ფავორიტად ითვლება. 2015 წელს ახალგაზრდა პრინცი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.
ორი თვის შემდეგ, პრინცი სათავეში ჩაუდგა ყურის კოალიციას ომში “ჰუთის მოძრაობის“ წინააღმდეგ, რომელმაც დასავლეთ იემენის დიდ ნაწილზე კონტროლი დაამყარა. ამან ნაკლებად ცნობილი პრინცი საუდის არაბეთის ეროვნულ გმირად აქცია.
2017 წელს სალმანმა დავინჩის ცნობილი შედევრი Salvator Mundi შეიძინა და მასში 450 მილიონი დოლარი გადაიხადა. ის რჩება მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ხელოვნების ნიმუშად, რაც კი ოდესმე გაყიდულა.
პორტრეტი, რომელიც ლეონარდო და ვინჩიმ დახატა, ასახავს იესო ქრისტეს.
აი რა ქონებას ფლობს მულტიმილიარდერი პრინცი:
შატო ლუი XIV
საფრანგეთის ქალაქ ლუვესიენში მდებარე ლუი XIV-ის შატო პრინცმა 2015 წელს რეკორდულ თანხად, 300 მილიონ დოლარად იყიდა.
იმ დროს სასახლეს "მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სახლი" ეწოდა და INSIDER-ის თანახმად, აქვს ხმის სისტემა, განათება და კონდიცირების განსაკუთრებული სისტემა, რომელიც კონტროლდება iPhone-ით. სასახლეს აქვს ღვინის მარანი, კინოთეატრი და ყველა სხვა სიკეთე, რომელსაც თანამედროვე ვილები ფლობენ.
ნათქვამია, რომ მდიდრულ რეზიდენციაში შეგიძლიათ ნახოთ მოოქროვილი Kleenex-ის დისპენსერები და ოქროს სკამები.
სუპერ იახტა "Serene"
15-კაბინიან და 450-ფუტიან სუპერიახტას შეუძლია 24-მდე სტუმრის მიღება. მას აქვს რამდენიმე საცურაო აუზი, ცხელი აბაზანა, ასევე ვერტმფრენის ანგარი, სპორტდარბაზი და კინოთეატრი.
ძვირადღირებული ტრანსპორტი
ცნობილია, რომ საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდი ფლობს Uber-ის 5 პროცენტს. 2023 წლის დასაწყისში Washington Examiner-მა გაავრცელა, რომ ბინ სალმანი იყო Sky Prime Aviation-ის მფლობელი/კონტროლერი.
ლეონარდო და ვინჩის "Salvator Mundi".
2017 წელს ლეონარდო და ვინჩის ქრისტეს ნახატი აუქციონზე გაიყიდა რეკორდული ფასად - 450 მილიონ დოლარად. მაშინ ის საიდუმლო მყიდველს მიყიდეს, მაგრამ წლების განმავლობაში დადასტურდა, რომ მყიდველი მუშაობდა მოჰამედ ბინ სალმანის ინტერესების გათვალისწინებით.
ზოგიერთი თვლის, რომ და ვინჩის ცნობილი ნახატი ახლა პრინცის სუპერიახტზეა ჩამოკიდებული.
ნავთობი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ნავთობის გიგანტმა Saudi Aramco-მ 2019 წელს მიაღწია რეკორდულ ღირებულებას - 2 ტრილიონ დოლარს, რაც მას ყველაზე ღირებულ და მომგებიან კომპანიად აქცევს მსოფლიოში.
თავად საუდის სამეფო ოჯახი დაახლოებით 1,4 ტრილიონ დოლარს ფლობს.
გასართობი ინდუსტრია
Kotaku-ს თანახმად, ელექტრონული თამაშების კომპანია - EGDC, რომელიც ბინ სალმანის საკუთრებაა, თავის მხრივ ფლობს იაპონური დეველოპერების SNK-ის თითქმის 100 პროცენტს. პრინცი დიდი ხანია დაინტერესებულია გასართობი ინდუსტრიით.
სპორტული გუნდი
საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდის ფარგლებში, ბინ სალმანმა შეიძინა გაერთიანებული საფეხბურთო კლუბი „ნიუკასლი“, რაც მას ფინანსურად უძლიერეს კლუბად აქცევს ინგლისში.
პირადი კუნძული
ცნობილია რომ მალდივის კუნძულებზე დასვენება მთელ სამეფო ოჯახს უყვარს. ხშირად პრინცი მის საკუთარ კუნძულზე დასასვენებლად მეგობრებსაც იწვევს და წვეულებებს მართავს.
წყარო: bbc.com