2030 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე ხუთი წელი და 11 თვე დარჩა. ახლახანს გამოვლინდა სტადიონის დიზაინი, რომელიც მატჩს უმასპინძლებს.
Grand Stade Hassan II საფეხბურთო სტადიონი მაროკოში აშენდება. ეს ქვეყანა იქნება სამიდან ერთ-ერთი, რომელიც ტურნირს ესპანეთთან და პორტუგალიასთან ერთად უმასპინძლებს.
პოტენციურად "მსოფლიოში ყველაზე დიდ საფეხბურთო სტადიონის" დიზაინი Oualolou + Choi და Populous-მა შექმნეს. იგეგმება, რომ მასზე 115 000 ადამიანზე მეტი დაეტევა.
100 ჰექტარზე გაშენებული ინფრასტრუქტურა ელ მანსურიაში აშენდება. ტრიბუნების გარედან განლაგებული იქნება ბოტანიკური ბაღები.
კონფიგურაცია მთლიანად იქნება FIFA-ს მოთხოვნებზე მორგებული.
FIFA-ს გადაწყვეტილებით, 2030 წლის ფინალს ესპანეთთან და პორტუგალიასთან ერთად მაროკო უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, მანამდე, 2026 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს ამერიკა უმასპინძლებს.
წყარო: cnn.com