გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე არსებული მონაცემების თანახმად, 26 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება.
უფრო კონკრეტულად, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ღამით და დღის პირველ ნახევარში უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
დასავლეთში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით 16-21°, დღისით 27-32° იქნება, ხოლო მთაში ღამით 12-17°, დღისით 26-31°. რაც შეეხება მაღალმთიან რეგიონებს, ტემპერატურა ღამით 6-11° იქნება, დღისით კი 23-28°-ს მიაღწევს.
დასავლეთ საქართველოს მსგავსად, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით კი ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ჩრდილო-მთიან რაიონებში კი მოსალოდნელია ძლიერი და სეტყვა.
აღმოსავლეთში ჰაერის ტემპერატურა ასეთი იქნება: ბარში ღამით 15-20°, დღისით 29-34°; მთაში ღამით 9-14°, დღისით 27-32°; მაღალმთაში ღამით 6-11°, დღისით 22-27°.