კახეთის გზატკეცილზე ერეკლე მე-2-ს ძეგლი განთავსდება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ძეგლი გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარედ განთავსდება, სადაც მერია პარკის რეაბილიტაციის პროექტს ახოპრციელებს.
„ჩვენი ვალია სათანადო პატივი მივაგოთ საქართველოს ისტორიას და ყველა გმირს. ჩვენი გმირი მეფის ერეკლე 2-ს თავგანწირვამ და სიბრძნემ შეუნარჩუნა საქართველოს ქრისტიანული იდენტობა, რაც ჩვენი ევროპული იდენტობის განუყოფელი ნაწილია.
ჩვენი ეროვნული გმირის ერეკლე მე-2-ს პატივსაცემად კახეთის გზატკეცილზე, შინგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარედ, სადაც მერია პარკის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს, აღიმართება ერეკლე მეფის ძეგლი, მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით,“-განაცხადა პრემიერმა.