მზის სადგურის დანერგვით ბიზნესს შესაძლებლობა აქვს, შეამციროს საოპერაციო ხარჯები, მოიპოვოს ენერგოდამოუკიდებლობა და იზრუნოს ეკოლოგიაზე. განახლებადი ენერგიების მიმართ ინტერესის ზრდას სწორედ აღნიშნული უპირატესობები განაპირობებს. განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა მზის პანელები, რომელიც უკვე საქართველოშიც მარტივად ხელმისაწვდომია.
მზის ენერგიაზე მომუშავე სადგურში ინვესტირება ნიშნავს ცენტრალურ ენერგოსისტემაზე დამოკიდებულების მინიმუმამდე დაყვანას, რაც შეღავათია ბიზნესისთვის, რადგან კომერციული ობიექტების ელექტროენერგიის ტარიფი აღემატება საყოფაცხოვრებო მომხმარებლების ტარიფს. მზის პანელების დეველოპერ კომპანია „მზიან ველში“ განმარტავენ, რომ ბიზნესის მხრიდან განახლებადი ენერგიის მიმართ ინტერესის ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი სწორედ ეს არის.
„მზიანმა ველმა“ 2024 წელს ჯამში 3 მეგავატი სიმძლავრის პროექტები განახორციელა. მათი უმეტესობა სწორედ კომერციულ ობიექტებზე მოდის. კომპანიის ბოლო და ყველაზე მასშტაბური პროექტია 1020 კვტ-იანი სადგური საწარმო „პოლიგრაფჰაბის“ 12 განსხვავებულ სახურავზე, რომელიც წლიურად 1 351 460 კვტ/სთ-ს გამოიმუშავებს.
პროექტი დასრულების პირასაა და როგორც „მზიან ველში“ განმარტავენ, სადგურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, საწარმოს წლიური დანაზოგი 358 136 ლარი იქნება. სადგურის მონტაჟისას „მზიანმა ველმა“ გამოიყენა Trina Solar-ის სრულად შავი მზის პანელები, რომელიც დიზაინსა და ეფექტურობაში ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. სადგური ყოველწლიურად 1350 მგვტ. ენერგიას გამოიმუშავებს.
„პოლიგრაფჰაბის“ წარმომადგნელი, „კოლორ პაკის“ გენერალური დირექტორი და „ფავორიტი ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი სანდრო გახელაძე განმარტავს, რომ გასული 5 თვის განმავლობაში, რაც მზის სადგურის ნაწილი ექსპლუატაციაში შევიდა, ყოველთვიურად დაახლოებით 25-30 ათასი ლარი დაზოგეს, რაც დადებითად აისახა ბიზნესის მოგება-ზარალზე.
„პროექტის დასრულების შემდეგ, „პოლიგრაფიულ ჰაბში“ 1 მგვტ სიმძლავრის სადგური მოხმარების დაახლოებით 50%-ს ჩაგვინაცვლებს. ცენტრალური ქსელის ენერგორესურსების მოხმარებაში თვიურად დაახლოებით 80-90 ლარამდე ვხარჯავთ, გამომუშავება კი დაახლოებით ამ თანხის ნახევარი იქნება. მზის პანელებში ინვესტირება გადავწყვიტეთ როგორც ხარჯთეფექტურობის, ისე სოციალური პასუხისმგებლობის გამო. უკვე დიდი ბიზნესგაერთიანება ვართ და მნიშვნელოვანია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიაზე ზრუნვაში. ვფიქრობ, რომ განახლებადი ენერგიების მიმართ ინტერესი უფრო გაიზრდება, ეს ტენდენცია უკვე დაწყებულია. იმის გათვალისწინებით, რომ ენერგორესურსები საპროგნოზო გათვლებით კიდევ უფრო გაძვირდება, მზის პანელებში ინვესტირება მეტად მომგებიანი ხდება“, - განმარტა „პოლიგრაფჰაბის“ წარმომადგენელმა სანდრო გახელაძემ.
„მზიანი ველის“ დირექტორის, ნიკა ბარიშვილის ინფორმაციით, იმისათვის, რომ მზის სადგურმა სრული დატვირთვით იმუშაოს, მისი სწორად შერჩევას, სიმძლავრის განსაზღვრასა და ყველა წესის დაცვით მონტაჟს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თითოეული ეტაპი თანამედროვე გაიდლაინების დაცვით უნდა იყოს განხორციელებული.
მზის პანელების შერჩევისას ბიზნესმა 3 რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოს:
1. ასათვისებელი ტერიტორიის სწორად შეფასება
იმისათვის, რომ მზის პანელებმა მაქსიმალური დატვირთვით იმუშაოს, მნიშვნელოვანია, მის დამონტაჟებამდე ტერიტორია შეაფასონ სპეციალისტებმა და გამოითვალონ, რამდენი კილოვატი ელექტროენერგია სჭირდება ობიექტს.
„მზიანი ველის“ თანამშრომლებმა კვალიფიკაცია აიმაღლეს ისეთ ქვეყნებში, სადაც ინდუსტრია შედარებით უფრო წინ დგას, ესენია: გერმანია, ესპანეთი და თურქეთი. ისინი დეტალურად შეაფასებენ ადგილმდებარეობას და შესაბამის პროექტს შეადგენენ.
2. მაღალი ხარისხის მასალების შერჩევა
თანამედროვე მზის პანელების ექსპლუატაციის ვადა დაახლოებით 25-30 წელია. მაგალითად, Trina Solar-ის პრემიუმ ხარისხის მზის პანელებს, რომელსაც „მზიანი ველი“ იყენებს, 30 წლიანი ექსპლუატაციის ვადა აქვს და მწარმოებელი გარანტიას იძლევა მაქსიმუმ 20%-იან გამომუშავების ვარდნაზე მოცემულ პერიოდში.
ამასთან, პროექტში ჩადებული ინვესტიციის უკუგება კი სულ რაღაც 3-3,5 წელშია შესაძლებელი.
3. მზის სადგურის მონიტორინგი და გარანტია
მზის პანელების მონტაჟის შემდეგ მნიშვნელოვანია, მისი პერიოდული მონიტორინგი, რაც ასევე პროფესიონალებს უნდა მივანდოთ.
Trina Solar-ის უმაღლესი ხარისხის პანელებზე ვრცელდება მწარმოებლის ყველაზე ხანგრძლივი, 15-წლიანი გარანტია. „მზიანი ველის“ შეთავაზების პაკეტში საწყისშივეა ჩადებული მომხმარებლისთვის სადგურის ჩაბარების შემდგომ 6-თვიანი მონიტორინგი, როგორც ყოველდღიურად, ონლაინ რეჟიმში, ასევე, ადგილზე ინჟინრის ვიზიტითა და სხვადასხვა სატესტო შემოწმებით. ასევე, სადგურზე ვრცელდება 3-წლიანი სერვისის გარანტია, ნებისმიერი გაუმართაობისა და ხარვეზის შემთხვევაში.
გასათვალისწინებელია, რომ მზის პანელების მოვლა ითვალისწინებს პერიოდულ რეცხვასაც, იმის მიხედვით, თუ რამდენად მტვრიანია ადგილი, სადაც სადგური გვაქვს დამონტაჟებული.
(R)