საქართველოში უძრავი ქონების 34.4%-ს ქალები ფლობენ

საქართველოში უძრავი ქონების 34.4%-ს ქალები ფლობენ. საჯარო რეესტრის 2024 წლის მონაცემებით, ქონებების რაოდენობა 1 096 280 ერთეულს შეადგენს.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, 1 487 569 ერთეულ უძრავ ქონებას ფლობენ მამაკაცები, ანუ 46.7%. რაც შეეხება თანამესაკუთრეებს, მათი რაოდენობა 601 524-ს შეადგენს და მთლიანი ქონებების 18.88%-ია.

რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას, წელს საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით 1 196 277 განაცხადი დაფიქსირდა, გასული წლის 12 თვის განმავლობაში კი 1 357 428 განაცხადი.