სოფელ ნახიდურში ახალი გზა მოეწყო

ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში ახალი გზა მოეწყო. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ნახიდურში შიდა საავტომობილო გზის დასრულებული სამუშაოები მერის პირველმა მოადგილემ, ბუბა გობეჯიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, თამაზ ჟორჟოლიანთან ერთად დაათვალიერა.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ასფალტბეტონის საფარი 550 გრძივ მეტრზე დაიგო, ასევე, მოეწყო სანიაღვრე ქსელი.

„ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 300 000 ლარი შეადგინა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.