რუსეთის როსტოვის ოლქში, ძლიერი აფეთქებების შემდეგ, ნავთობის ორ საცავში ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას რუსული „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ.
ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ ნავთობბაზაზე რამდენიმე ავზი იწვის.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი „როსრეზერვის“ ქარხანა „ატლასის“ ტერიტორიაზეა.
ამასთან, როსტოვის ოლქის გუბერნატორმა, ვასილი გოლუბევმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რეგიონში დრონის თავდასხმა მოხდა. მისი თქმით, წუხელ როსტოვის ოლქში 4 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია როსტოვის ოლქში მეორე ნავთობბაზაზე თავდასხმის შესახებ. მედია იუწყება, რომ როსტოვში ერთდროულად ორი ნავთობსაცავი იწვის.