ბათუმის შემოვლითი - სარფის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვა 11-12 სექტემბერს ბათუმსა და ჭარნალში გაიმართება.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მუშაობის პროცესში განიხილებოდა ოთხი სხვადასხვა მიმართულება (ალტერნატივა). მუშაობის შედეგად, განისაზღვრა უპირატესი ალტერნატივა, რომელიც შემდგომ დეტალურად დამუშავდა და დაიხვეწა.
საბოლოოდ შეირჩა პროექტი, რომლის თანახმადაც ახალი ავტომაგისტრალის სიგრძე 11კმ-ია და გულისხმობს მდინარე ჭოროხზე 1.5კმ სიგრძის ხიდის 7.6კმ სიგრძის გვირაბის მშენებლობას.
„შერჩეული ალტერნატივა დაიწყება მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ თხილნარის ადმინისტრაციულ საზღვრებში კვეთს მდინარე ჭოროხს, შედის გვირაბში რომლითაც გვერდს უვლის დასახლებულ ზონებს, შორდება სანაპირო ზოლს და მდინარე ჭოროხის დელტას. გვირაბით, რომლის სიგრძეც მიახლოებით 7.6კმ შეადგენს, სატრანსპორტო ნაკადი სარფის ზონამდე გადის.
ალტერნატივის დასაწყისში ბათუმის აეროპორტისკენ და გონიოსკენ საპროექტო გზის დასაკავშირებლად პროექტით ნავარაუდევია კვანძის მოწყობა. კვანძის საშუალებით უზრუნველყოფილი იქნება ბათუმის შემოვლითი გზიდან აეროპორტის მიმდებარე ზონაში არსებულ საბაჟოსკენ სატრანსპორტო ნაკადის გატარება. კვანძი განტვირთავს ბათუმი-ახალციხის გზას.
ბოლო მონაკვეთზე, გვირაბის TUN1 პორტალების ზონაში, ალტერნატივა გულისხმობს კვარიათიდან შემოსასვლელი პანდუსის შემადგენლობაში 60მ სიგრძის ხიდის მოწყობას. პანდუსი გადის ღია წესით გაყვანილი გვირაბის მონაკვეთის თავზე და დამატებითი კონსტრუქციის მოწყობას არ საჭიროებს.
პროექტის განხორციელება ორ ფაზად იგეგმება.
ამ ჩამონათვალიდან დაგეგმილია მხოლოდ ფაზა 1-ის მშენებლობა. ფაზა 2-ის საჭიროება განისაზღვრება მომავალში სატრანსპორტო ნაკადის ზრდიდან გამომდინარე, როგორც ზემოთ მოყვანილი ცხრილიდან ჩანს, მომავალში, საჭიროების შემთხვევაში, ორზოლიანი ხიდის და გვირაბის პარალელურად ანალოგიური კონსტრუქციები (ხიდი, გვირაბი) მოეწყობა. მოხდება მიმართულებების განცალკევება,“- აღნიშნულია ანგარიშში.
იხილეთ ამავე თემაზე: ორზოლიანი გვირაბი და ხიდები - როგორი იქნება ბათუმი-სარფის შემოვლითი მაგისტრალი