ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო'ლირიმ მოითხოვა ალკოჰოლის შეზღუდვის დაწესება ევროპის აეროპორტებში.
ამის მიზეზია მგზავრებს შორის ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების მაღალი დონე. ავიაკომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, ევროპაში ფრენების ხშირად გადადება და შეფერხებები მგზავრების გაბრაზებას იწვევს. შემდეგ ისინი აეროპორტებში იღებენ ალკოჰოლს, ბორტზე კი ნასვამი მგზავრების ჩხუბი ეკიპაჟის წევრებისთვის მთავარი გამოწვევაა.
მისივე განმარტებით, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მგზავრების მიერ უფრო დიდი პრობლემები იქმნება, ვიდრე მთვრალი მგზავრებისგან, რადგან ისინი ბევრად აგრესიულები არიან.
Ryanair-ის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ მისმა ავიაკომპანიამ უკვე წარუდგინა შესაბამისი განაცხადები ევროპის მთავრობებს.
„ჩვენ გვინდა ორი რამ. პირველი, ბევრად უფრო ეფექტური ჯარიმები - ჯარიმები მგზავრებისთვის, როდესაც მათ ჩამოაგდებენ თვითმფრინავიდან არასათანადო საქციელის გამო. მეორე, შეზღუდოს ალკოჰოლის რაოდენობა, რომელიც შეიძლება გაიყიდოს ნებისმიერ მგზავრზე“, - აღნიშნა მან.
მისი თქმით, თვითმფრინავში მგზავრების მიერ ალკოჰოლის მოხმარებას ბორგამცილებლები აკონტროლებენ, აეროპორტებში კი მსგავსი კონტროლი არ არის.