არაბთა გაერთიანებული საამიროების ბანკებმა აგვისტოში ელექტრონულ კომპონენტებსა და სამომხმარებლო ელექტროსაქონელზე რუსული კომპანიების გადახდების შეზღუდვა დაიწყეს.
ინფორმაციას “კომერსანტი” ბაზრის მონაწილეებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე საამიროები რუსი იმპორტიორებისთვის ჩინეთიდან იმპორტირებული ტექნიკისთვის გადახდის მთავარი არხი იყო. წყაროს ცნობით, ყველა ლეპტოპის, დაახლოებით, 10-20% მიწოდების არხებით არაბეთის გაერთიანებული საამიროების გავლით გადის, ხოლო სხვა პროდუქციის კატეგორიებში საემიროების წილმა შესაძლოა, 30%-ს მიაღწიოს.
რუსული გადახდებს დაბლოკვა ეხება იმ შემთხვევებს, როცა გადახდილი ელექტროსაქონელი სხვა ქვეყნებიდან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში კი არ ჩადის, არამედ პირდაპირ რუსეთში იგზავნება.
კერძოდ, წყაროს ცნობით, რუსული ორგანიზაციები ელექტროსაქონელზე გადახდების ჩინეთში გადასარიცხად საემიროების კომპანიებს იყენებდნენ, ხოლო თავად საქონელი პირდაპირ რუსეთში იგზავნებოდა. რუსებისთვის საემიროებიდან ასეთი გადარიცხვების შესრულება დაბალი, ანუ მხოლოდ 1-3%-იანი საკომისიოს გამო იყო მომგებიანი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ